კლიენტი
კერძო
ლოკაცია
სოლოლაკი, თბილისი
ტერიტორია
200 მ2
წელი
2024
ფაზა
დამუშავების პროცესში
ვერცხლის ქუჩა
საპროექტო ტერიტორია თბილისში, ვერცლის ქუჩაზე მდებარეობს. ტერიტორიაზე იგეგმება ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსება, რომელიც კეთილმოწყობილი იქნება ყველა საჭირო საცხოვრებელი სივრცით. ფასადის გლუვი რკალისებრი კუთხეები მას თანამედროვე და მიმზიდველ იერს სძენს.
არქიტექტურული გადაწყვეტილებები ჰარმონიულად აკავშირებს სახლს საერთო ვიზუალურ კონტექსტთან. ფასადის ფერები შერჩეულია შენობის დამახასიათებელი და ინდივიდუალური ხასიათის ხაზგასასმელად.
შიდა სივრცეების განაწილებისას თანაბარი ყურადღება ეთმობა საცხოვრებელი და დასასვენებელი ადგილების შექმნას, რათა შეიქმნას მაქსიმალურად კომფორტული გარემო. განლაგება და ერგონომიული დიზაინის პრინციპები გამოიყენება სივრცის გამოყენების ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის ცხოვრების საერთო ხარისხის გასაუმჯობესებლად.