კლიენტი
კერძო

ლოკაცია
წყნეთი, თბილისი

ტერიტორია
500 მ2

წელი
2024

ფაზა
შესრულებული

წყნეთი I

წყნეთში საცხოვრებელი სახლის პროექტი განასახიერებს თანამედროვე არქიტექტურული ელემენტების ჰარმონიულ შერწყმას არსებული სტრუქტურის არსთან. პროექტზე მუშაობისას ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი უკვე არსებული შენობა იყო.

დაგეგმარება შესრულდა არსებული შენობის რეკონსტრუქციის მიზნით და მისი ფუნქციონალურობისა და სივრცითი შესაძლებლობების გასაფართოებლად კიდევ ერთი სართულის დამატებით. მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე დგას ორსართულიანი შენობა, რომელზედაც მიმდინარეობს 1 სართულის დამატება, ასევე პროექტის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხრიდან ცალკეული შენობები, რომლებიც საბოლოოდ ქმნის მთლიან ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს.

პროექტი გამოირჩევა ელეგანტური სიმარტივით, რომელიც ხასიათდება სწორი და დახვეწილი არქიტექტურული ხაზებით.
დიზაინის თვალსაჩინო მახასიათებელია დიდი ვიტრაჟების ჩართვა. მათი ესთეტიური მიმზიდველობის გარდა, ეს ფანჯრები ემსახურება ფუნქციურ დანიშნულებას – შიდა სივრცეების ბუნებრივი განათებით ავსებას.